მოდერნულობა

მოდერნულობა
შეესაბამება ტერმინს „Modernity” და აღნიშნავს კაცობრიობის ისტორიის განსაზღვრულ პერიოდს შუა საუკუნეების და აღოძინების შემდეგ. “თანამედროვეობა” შეესაბამება ტერმინს „Contemporarity” და ნიშნავს ახლანდელ ან ცოტა ხნის წინანდელ და ახლანდელ სოციალურ მდგომარეობას. „თანამედროვეობის” ტერმინის შემოტანა გახდა საჭირო, რადგან სოციოლოგიაში და სოციალურ თეორიაში XX საუკუნის პირველი ნახევრის შემდეგ მოდერნულობის და მისი შემდგომი დროების განსხვავება და მათი ორ დამოუკიდებელ სოციალურ და ინტელექტუალურ ფენომენად დაფიქსირება ერთ-ერთი ცენტრალური დისკურსია. ოგიუსტ კონტმა (1798-1857), სოციოლოგიის დამაარსებელმა, განსაზღვრა მოდერნულობის, ანუ, ახალი სოციალური წესრიგის ძირითადი ნიშნები. ესენია: 1. სამუშაო ძალის კონცენტრირება ურბანისტულ ცენტრებში; 2. სამუშაოს ორგანიზაცია, რომელშიც წარმმართველია ეფექტურობა და სარგებლიანობა; 3. მეცნიერების და ტექნოლოგიის გამოყენება წარმოებაში; 4. ფარული, ან ღია წინააღმდეგობის წარმოშობა დამქირავებლებსა და დაქირავებულებს შორის; 5. სოციალური კონტრასტების და არათანაბრობის ზრდა; 6. ეკონომიკური სისტემა, რომელიც დამყარებულია თავისუფალ წარმოებაზე და ღია შეჯიბრებაზე (კონტი „სოციოლოგია”). სოციოლოგები, როგორც წესი უპირისპირებენ “წინა-მოდერნულ” და “მოდერნულ” საზოგადოებებს ერთმანეთს და აგებენ პოლარულ მოდელებს. მათ შორის აღსანიშნავია მილიტარისტული და ინდუსტრიული საზოგადოებების დაპირისპირება ჰერბერტ სპენსერთან, მექანიკური და ორგანული სოლიდარობის დაპირისპირება ემილ დურკჰაიმთან, ტრადიციულ-აგრარული და კაპიტალისტური საზოგადოებების დაპირისპირება ვებერთან.
Source: თევზაძე გიგი. ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002 - 108გვ. ; 20სმ. - (სოციალ. მეცნ. სერია / ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო") - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99928-893-9-0 : [ფ.ა.],

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Смотреть что такое "მოდერნულობა" в других словарях:

  • რისკის საზოგადოება — მისი აღწერა ეკუთვნის ულრიხ ბეკს. ბეკი, ისევე როგორც გიდენსი, ამბობს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა უნდა აღიწეროს როგორც ახალი მოდერნულობა. თუკი კლასიკურ მოდერნულობა ასოცირდებოდა ინდუსტრიულ საზოგადოებასთან, ახალი მოდერნულობა ასოცირდება რისკის… …   Georgian encyclopedia

  • აკულტურული თეორია — ცვლილებები არ განიხილება როგორც კონკრეტულ კულტურაში მიმდინარე პროცესი, არამედ მიიჩნევა მოვლენად, რომელიც შეიძლებოდა შეხებოდა ნებისმიერ ტრადიციულ კულტურას. მაგალითად, აკულტურული თეორია მოდერნულობას განიხილავს, როგორც მრავალი სხვადასხვა მიზეზის… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»